თეორიული მომზადება

პროფესიონალურ დონეზე შეგასწავლით როგორც თეორიულ კურსს, ასევე ავტომობილის მართვის საგამოცდო ელემენტებს SKODA-FABIA-ს მარკის ავტომობილებით.
სწავლება მიმდინარეობს როგორც ჯგუფურად (3 კვირა) ასევე
ინდივიდუალურად (2 კვირა).

თეორიულ ნაწილში ყოველი თემა აიხსნება სპეციალურად შექმნილი ასახსნელი პროგრამისგამოყენებით მონიტორზე. ყოველი ახსნილი თემის შემდეგ ყველა მსმენელი კომპიუტერით განიხილავს და ამოხსნის ამ 
თემასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას. სასწავლო პროგრამაში არსებული ყველა თემის შესწავლის შემდეგ, ჩაგიტარდებათ გამოცდის ტოლფასი საკონტროლო,რომ დარწმუნდეთ გამოცდებისათვის მზადყოფნაში. თუკი საკონტროლოს შედეგი არ იქნება დამაკმაყოფილებელი მაშინ მეცადინეობები გაგრძელდება სასურველი 
შედეგის მიღებამდე თანხის დამატების გარეშე. სწავლის მეთოდი გამორიცხავს ბილეთების დაზეპირებას. სწავლება დაფუძნებულია შეგნებულად აზროვნებაზე და მსჯელობაზე რათა ცოდნა გამოგვადგეს როგორც გამოცდებზე ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში
უსაფრთხოდ მოძრაობისათვის.

სკოლას აქვს 26 წლიანი გამოცდილება,რაც გაძლევთ ყველანაირ
საფუძველს რომ ''სანდო''–ს ენდოთ.იხილეთ სურათების გალერეა.

 

სწავლის ხანგრძლივობა - - - - - - 3 კვირა ფასი - - - - - - - - - - -70 ლარი სწავლის რეჟიმი - - - - - - - - - - - - - ყოველდღე (კვირის გარდა) მეცადინეობის დრო - - - - - - - - - - -არჩევით